This resolution is not supported!

უნიქარდი საერთაშორისო ბიზნეს ფორუმზე

20/10/2016

„უნიქარდი - უკრაინელი ლოიალური მომხმარებლის ოცნება“- ასე შეაფასეს საერთაშორისო ფორუმის ორგანიზატორებმა საქართველოს ბაზარზე არსებული ერთადერთი უნივერსალური დაგროვებითი ბარათის, უნიქარდის შესძლებლობები.

საერთაშორისო ფორუმი სახელწოდებით „ლოიალური  მომხმარებელი: სად არის მისი გასაღები?“ - მასშტაბური ყოველწლიური ღონისძიებაა.  წელს ფორუმი 11-12 ოქტომბერს, კიევში გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილე გამოცდილმა პრაქტიკოსებმა და ექსპერტებმა ერთმანეთს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს. განხილული იქნა ისეთი საკითხები, როგორიც არის: პროგრამის განვითარების ინოვაციური მეთოდები, ლოიალური მომხმარებლის შენარჩუნების გზები და ა.შ.

ფორუმის ფარგლებში, უნიქარდის დირექტორმა, ნანა ქებურიამ  მონაწილეებს კომპანიის  გამოცდილება გაუზიარა და გააცნო უნივერსალური დაგროვების ბარათის, უნიქარდის უპირატესობა, განვითარების ისტორია, არსებული და სამომავლო ინოვაციური პროდუქტები და პროექტები.

ფორუმს 300-ზე მეტი მონაწილე ჰყავდა  სხვადასხვა ქვეყნებიდან. პრაქტიკოსმა ექსპერტებმა უკრაინიდან, ბელორუსიდან, მოლდოვადან, ყაზახეთიდან და საქართველოდან თავიანთი პროდუქტების შესახებ უნიკალური ქეისები წარმოადგინეს.

ფორუმის მთავარი მიზანია კომპანიების საუკეთესო პროდუქტების, პროგრამებისა და ინოვაციური ტექნოლოგიების  გაცნობა;  მარკეტინგის, მენეჯმენტისა და მომხმარებელთან ურთერთობის მიმართულებით  დადებითი გამოცდილებების გაზიარება. ღონისძიების ორგანიზატორია უკრაინული კომპანია „IdeasFirst“, რომელსაც უდიდესი გამოცდილება აქვს  ყოველწლიური მსხვილი საერთაშორისო ფორუმების ორგანიზებაში.