This resolution is not supported!

უნიქარდი თქვენთან ერთად ახალ, საქველმოქმედო პროექტს იწყებს

26/09/2016

უნიქარდი ერთგულ მომხმარებელთან ერთად  სოციალურად დაუცველ პატარებს სურვილებს აუსრულებს! პროექტში ჩართვა უნიქარდ ბართის ნებისმიერ მფლობელს შეუძლია. პროექტის ფარგლებში უნიქარდის ვებგვერდზე www.unicard.ge/ge/charity მუდმივად განთავსდება სოციალურად დაუცველი ბავშვების წერილები, სადაც აღწერილი იქნება მათი სურვილები და ოცნებები. 

ქულების გადარიცხვით ერთად შევძლებთ არაერთ ბავშვს ავუსრულოთ პატარა სურვილი. ბარათის მფლობელების მიერ გადარიცხულ ქულებს უნიქარდი გააორმაგებს და წერილის ავტორს დავასაჩუქრებთ. პროექტის თანახმად, ერთი ბავშვის სურვილის ასრულების შემდეგ, სხვა წერილი გამოქვეყნდება.

ჩაერთეთ უნიქარდის სოციალური პასუხისმგებლობის პროექტში და ერთად გავწიოთ ქველმოქმედება!