უნიქარდის პასიური ანგარიშები
ძვირფასო უნიქარდის ელებო, ჩვენს შორის დადებული „უნივერსალური დაგროვებითი ბარათით „უნიქარდით“ სარგებლობის პირობების“ შესაბამისად შპს „უნივერსალ ქარდ კორპორეიშენ“-მა 2015 წლის 15 მარტს განახორციელა 2010-2011 წლებში დაგროვილი ქულების ჩამოწერა იმ ანგარიშებიდან, რომლებზეც დაგროვება და დახარჯვა არ განხორციელებულა 2012 წლის 1 იანვრიდან 2015 წლის 15 მარტამდე.
შეგახსენებთ, რომ ზემოთ აღნიშნული ჩამოწერილი ქულების ანგარიშები წარმოადგენს პასიურ ანგარიშებს, რადგან მათზე არ განხორციელებულა არც ქულების დაგროვება და არც დახარჯვა ბოლო ტრანზაქციიდან 3 (სამი) წლის მანძილზე.
აგრეთვე გაცნობებთ, რომ თქვენ შეგიძლიათ გააქტიუროთ პასიური ანგარიში და აღადგინოთ ჩამოწერილი ქულები. დამატებითი ინფორმაციისა და ქულების დაბრუნების პირობების გასაცნობად, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ სატელეფონო ცენტრის ნომერზე 032 2 555 222, ან მოგვმართოთ სერვისცენტრსა დასერვისპუნქტებში უნიქარდის ვებგვერდზე (www.unicard.ge) მითითებულ მისამართებზე.
© 2010 - 2024 ყველა უფლება დაცულია შპს "უნივერსალ ქარდ კორპორეიშენ"-ის (ს/ნ 2O24614O6) მიერ