იშოპინგეთ საერთაშორისო ონლაინ მაღაზიებში და დააგროვეთ ქულები უნიქარდზე
eBay, Booking.com, Alliexpress, New Balance, Columbia და სხვა წამყვანი საერთაშორისო მაღაზიები ერთ სივრცეში, სადაც ონლაინ შოპინგის დროს უნიქარდზე ქულები დაგროვდება.
უნიქარდის მომხმარებლებს ონლაინ შოპინგისას ქულების დაგროვება უნიქარდის ვებგვერდიდან შეუძლიათ. ონლაინ მაღაზიების სრული ჩამონათვალი მოცემულია უნიქარდის ვებგვერდზე http://www.unicard.ge/ge/onlineshopping ონლაინ შოპინგის დროს ქულების დასაგროვებლად აუცილებელი პირობაა, სასურველ მაღაზიაში უნიქარდის ვებგვერდიდან გადასვლა. მაგალითად, თუ მომხმარებელი გეგმავს განახორციელოს შესყიდვა www.ebay.com-ზე, უნიქარდის ვებგვერდზე, მაღაზიების ჩამონათვალში უნდა აირჩიოს “eBay”, მიუთითოს უნიქარდის ბარათის ნომერი, გაეცნოს და დაეთანხმოს პირობებს, გადავიდეს ვებგვერდზე საშოპინგოდ. მათ, ვისაც ჯერ კიდევ არ აქვთ უნიქარდი, შეუძლიათ მონიშნონ ველი „არ მაქვს ბარათი“ და მომენტალურად შექმნან ვირტუალური ბარათი.
დასარიცხი ქულების მოცულობა დამოკიდებულია თავად ონლაინ მაღაზიებზე. დაგროვებული ქულები მომხმარებლის პირად ანგარიშზე, მითითებულ მისამართზე (Shipping Address) შენაძენის მიღებიდან 30 კალენდარულ დღეში დაირიცხება.
უნიქარდი ლოიალური მომხმარებლებისთვის პოზიტიურ გამოცდილებას ქმნის და ქულების დაგროვების მრავალფეროვან შესაძლებლობას სთავაზობს. უნიქარდი მომხმარებლებს 2016 წლიდან ქულების დაგროვებას ონლაინ სივრცეში სთავაზობს, ონლაინ შოპინგთან ერთად ქულები ვირტუალურ სივრცეში უნიდეპოზიტითა და უნიმანიით შეუძლიათ დააგროვონ.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად იხილეთ:
ვიდეო ინსტრუქცია:
ინსტრუქცია „როგორ წავშალო ბრაუზერის ისტორია და ე.წ. Cookies“ სხვადასხვა ტიპის ბრაუზერისთვის:
© 2010 - 2024 ყველა უფლება დაცულია შპს "უნივერსალ ქარდ კორპორეიშენ"-ის (ს/ნ 2O24614O6) მიერ