This resolution is not supported!

კლინიკა კანი უნიქარდის ქსელში ჩაერთო

05/08/2016

დერმატო-ვენეროლოგიური კლინიკა კანი უნიქარდის პარტნიორი გახდა. კლინიკაში განსაკუთრებული ყურადღება ენიჭება მკურნალობის და მომსახურეობის ხარისხს, ექიმების კვალიფიკაციას და გამოცდილებას. კლინიკა უახლესი გერმანული, კანის კომპიუტერული დიაგნოსტიკის აპარატით FotoFinderbodystudio არის აღჭურვილი. აპარატის საშუალებით კანის ყველა მონაკვეთის კომპიუტერული დიაგნოსტიკა, ყველა ხალის გამოკვლევა და მელანომას კიბოს რისკების გაკონტროლება, პრევენციაა შესაძლებელი. პაციენტის მკურნალობაში მონაწილეობას ქართველ ექიმებთან ერთად უცხოელი პროფესორებიც იღებენ. 

კლინიკა პაციენტებს სთავაზობს შემდეგ მომსახურებებს:

● ხალის დიაგნოსტიკა ინოვაციური FotoFinder body studios-ს აპარატით

● ექიმ დერმატოლოგთან კონსულტაცია, კანის დიაგნოსტიკა და მკურნალობა  ყველა დაავადებაზე.

● სხეულზე არსებული წარმონაქნების მოცილება (ხალების, მეჭეჭების, კონდილომები და ა.შ.)  უახლესი სტანდარტებით, რაც გამორიცხავს ყოველგვარ უსიამოვნო პროცედურას.

● სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების მკურნალობა, დნმ ანალიზი შარდის საშუალებით. პირველადი კონსლუტაცია უფასოდ.

● ფოტოთერაპიით მკურნალობა შემდეგ დაავადებებზე - ფსორიაზი, ვიტილიგო, ნეიროდერმიტი, ეგზემა.

კლინიკა კანში ყოველ დახარჯულ 10 ლარზე 1 ქულა გროვდება. კლინიკა მდებარეობს მისამართზე: თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზ. 7.