ფურნე უნიქარდის ქსელში ჩაერთო
პურის მაღაზია ფურნე უნიქარდის პარტნიორი გახდა. ფურნეში პური ყველა გემოვნების და ასაკის მომხმარებლისთვისაა: ქართული ტრადიციული შოთი, ფრანგული ბაგეტი, „წყნეთის პური“, იტალიური პულიეზე, თეთრი „აგური“, ძველი რუსული მეთოდით გამომცხვარი ჭვავის პური და სხვ. განსაკუთრებული მეთოდით და ინგრედიენტებით ცხვება პური დიაბეტით დაავადებულებისთვის: იტალიელი სპეციალისტების მიერ შემუშავებული ფქვილის, ქატოს, ვიტამინების და მინერალების უნიკალური ნაზავით, რომელსაც ეწოდება ვიტამილი (Vitamil).
ფურნეს პროდუქტის ხარიხს განაპირობებს:
● უმაღლესი ხარისხის იტალიური ფქვილი, იტალიის ყველაზე ძველი და დიდი წისქვილების მფლობელი კომპანია გრანდი მოლინი იტალიანისგან;
● ბუნებრივი საფუარი გრან მადრე (Gran Madre), რომელიც პურს განუმეორებელ არომატს აძლევს;
● ცნობილი იტალიელი შეფი და გამოცდილი ქართველი მცხობელები;
● ძველი, წლების განმავლობაში მოპოვებული და აღდგენილი ტექნოლოგიების შერწყმა თანამედროვესთან.
ფურნეს პურის მაღაზიები მდებარეობს თბილისში,მისამართებზე: ნ. ყიფშიძის ქ. №6; ვ. ბარნოვის ქ. №83; ზ. ფალიაშვილის ქ. №59. ყოველ დახარჯულ 10 ლარზე უნიქარდზე 1 ქულა გროვდება.
© 2010 - 2024 ყველა უფლება დაცულია შპს "უნივერსალ ქარდ კორპორეიშენ"-ის (ს/ნ 2O24614O6) მიერ