This resolution is not supported!

KOOKAÏ უნიქარდის ქსელში ჩაერთო

18/05/2016

ფრანგული ბრენდი KOOKAÏ უნიქარდის პარტნიორი გახდა. 1983 წელს ჟან ლუი ტეპერის, ჟაკ ნატაფის და ფილიპ დე ჰესდინის მიერ დაარსებული ბრენდის მარტივი ფილოსოფიაა „უზრუნველვყოთ ახალგაზრდა ქალბატონები ხელმისაწვდომი ტანსაცმლით მათი გარდერობისთვის“.

KOOKAÏ ფლობს მაღაზიებს ევროპაში, აზიაში, ამერიკასა და ავსტრალიაში. ტანსაცმელს მეტწილად ახასიათებს ფრანგული მოდის ტენდენციები. მრავალი ქალის შთამაგონებელი ფორმების გათვალისწინებით, ბრენდის მიზანია ხაზი გაუსვას ქალბატონების ინდივიდუალიზმს ტანსაცმლის მეშვეობით. KOOKAÏ-ის ქალბატონი არის პარიზული მიმზიდველობის და შარმის მატარებელი, ძლიერი, ქალური, მაცდური და მზრუნველი.

KOOKAÏმდებარეობს მისამართზე: ქ. თბილისი, პეკინის გამზ. №2. ყოველ დახარჯულ 10 ლარზე 1 უნიქარდის ქულა გროვდება.