Mclinic-ი უნიქარდის პარტნიორი გახდა
13/05/2016
Mclinic-ი უნიქარდის ქსელში ჩაერთო. „მარია ჭელიძის სტომატოლოგიური ცენტრი“ (MClinic) აღჭურვილია ულტრა თანამედროვე სამედიცინო დანადგარებითა და მაღალი ხარისხის სამედიცინო მედიკამენტებით. სტერილიზაციის ნორმების მკაცრი დაცვა და კონტროლი ქმნის ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს.
Mclinic-ში მაღალკვალიფიციურ ექიმთა გუნდი უზრუნველყოფს პაციენტების კომპლექსურ მომსახურებას: ბავშვთა და მოზარდთა თერაპია, ყბა-სახის ქირურგია და იმპლანტოლოგია, ორთოდონტია და ორთოპედია.
ცენტრის მიერ შემუშავებული სპეციალური პროგრამის საშუალებით, ბავშვები მარტივად გადიან ადაპტაციას სამედიცინო გარემოსთან, რაც შიშისა და ტკივილის ასოციაციას აქრობს.
Mclinic-ი მდებარეობს მისამართზე: ქ. თბილისი, ადამ მიცკევიჩის ქ. 29/5. კლინიკაში ყოველ დახარჯულ 10 ლარზე 1 უნიქარდის ქულა გროვდება.
© 2010 - 2024 ყველა უფლება დაცულია შპს "უნივერსალ ქარდ კორპორეიშენ"-ის (ს/ნ 2O24614O6) მიერ