ბელჰაუსი უნიქარდის მომხმარებლებს აქციას სთავაზობს
ბელჰაუსში უნიქარდის მფლობელებისთვის აქცია დაიწყო - ყველა მომხმარებელი 20 აპრილიდან ფასდაკლებასთან ერთად გაზრდილ ქულებს იღებს. ავეჯის შეძენისას 20% ფასდაკლება მოქმედებს, ხოლო უნიქარდზე 50%-ით მეტი ბონუს ქულა გროვდება. ბელჰაუსში აქციის პერიოდში, ყოველ 10 ლარზე 1,5 უნიქარდის ქულა გროვდება და აქცია ძალაშია 28 აპრილის ჩათვლით.
ბელჰაუსი ავეჯის სხვადასხვა მწარმოებლების ექსკლუზიური წარმომადგენელია საქართველოში. კომპანია 2012 წელს დაარსდა და უნიქარდის ქსელში 2015 წელს ჩაერთო. თანამშრომლობა წარმატებულად დაიწყო და ლოიალური მომხმარებლების რიცხვი რამდენიმე თვეში გაიზარდა. ბელჰაუსის ძირითადი საქმიანობა ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან ყველა სახის ავეჯისა და სახლის ინტერიერისთვის განკუთვნილი აქსესუარების იმპორტირება და რეალიზაციაა. კომპანია სამი შოურუმით არის წარმოდგენილი. ყაზბეგის 12-ში ავეჯის ყველაზე ფართო არჩევანია. ცინცაძის 12-ში სამზარეულოსთვის საჭირო ყველა სახის ავეჯი და ინვენტარია განთავსებული, ცინცაძის 14-ში კი სხვა დანარჩენი ტიპის ავეჯი, რომელიც საჭიროა სახლის, აგარაკის ან ოფისის მოსაწყობად. შოურუმში წარმოდგენილი ავეჯის გარდა, მომხმარებელს საშუალებას აქვს საკუთარი გემოვნებით შეარჩიოს ავეჯი კატალოგიდან და ბელჰაუსი უზრუნველყოფს მის მიწოდებას. ბელჰაუსის მაღაზიებში დეკორატიული ნივთების და ჭაღების შეძენისას უნიქარდზე ქულები არ გროვდება.
© 2010 - 2024 ყველა უფლება დაცულია შპს "უნივერსალ ქარდ კორპორეიშენ"-ის (ს/ნ 2O24614O6) მიერ