COFFEE.in უნიქარდის მომხმარებლებს აქციას სთავაზობს
21/03/2016
21 მარტიდან COFFEE.in-ის ქსელში უნიქარდის მე-5 გატარებაზე მომხმარებლები ყავას მიიღებენ საჩუქრად. აქცია ძალაშია 21 მაისის ჩათვლით მინიმუმ 6 ლარიან შენაძენზე.
COFFEE.in-ი საქართველოს ბაზარზე 2012 წლიდან გამოჩნდა. კომპანია ორიენტირებულია მომხმარებელს შესთავაზოს გამორჩეული ხარისხისა და არომატის ყავა, ჯანმრთელ ნედლეულზე დამზადებული სენდვიჩები და საკონდიტრო ნაწარმი. COFFEE.in-ი იყენებს სპეციალურად მისი ბრენდის ქვეშ იტალიაში შექმნილ ყავას. ასევე COFFEE.in არის ფრანგული ბრენდის UNIC-ის ყავის დანადგარების ერთადერთი ოფიციალური მომხმარებელი საქართველოში.
უნიქარდზე ქულების დაგროვება COFFEE.in-ის 6 კაფეტერიაშია შესაძლებელი და 20 ლარამდე შენაძენზე ყოველ 10 ლარზე 1 ქულა გროვდება, 20 ლარის ზევით შეძენისას კი ყოველ 10 ლარზე 2 ქულა.
© 2010 - 2024 ყველა უფლება დაცულია შპს "უნივერსალ ქარდ კორპორეიშენ"-ის (ს/ნ 2O24614O6) მიერ