უნიქარდის პასიური ანგარიშებიდან ქულების ჩამოწერა განხორციელდა
გაცნობებთ, რომ უნიქარდის მომხმარებლებსა და კომპანია „უნივერსალ ქარდ კორპორეიშენს“ შორის დადებული „უნივერსალური დაგროვებითი ბარათით „უნიქარდით“ სარგებლობის პირობების“ შესაბამისად, შპს „უნივერსალ ქარდ კორპორეიშენ“-მა 2016 წლის 18 მარტს განახორციელა 2010-2014 წლებში დაგროვებული ქულების ჩამოწერა იმ ანგარიშებიდან, რომლებზეც დაგროვება და დახარჯვა არ განხორციელებულა 2014 წლის 1 მარტიდან 2016 წლის 18 მარტამდე.
შეგახსენებთ, რომ ზემოთ აღნიშნული ჩამოწერილი ქულების ანგარიშები წარმოადგენს პასიურ ანგარიშებს, რადგან მათზე არ განხორციელებულა ქულების დაგროვება ან დახარჯვა, ბარათზე განხორციელებული ბოლო ტრანზაქციიდან 24 თვის მანძილზე.
მოთხოვნის შესაბამისად, შესაძლებელია პასიური ანგარიშის გააქტიურება და ჩამოწერილი ქულების აღდგენა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და ქულების დაბრუნების პირობების გასაცნობად, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ნომერზე (+995 32) 2 555 222, ან მოგვმართოთ მომსახურების ცენტრებში. იხილეთ მისამართები http://www.unicard.ge/ge/contact.
© 2010 - 2024 ყველა უფლება დაცულია შპს "უნივერსალ ქარდ კორპორეიშენ"-ის (ს/ნ 2O24614O6) მიერ