საქართველოს სახელმწიფო ოპერის თეატრი უნიქარდის პარტნიორი გახდა
საქართველოს სახელმწიფო ოპერის თეატრი უნიქარდის ქსელში ჩაერთო. ბარათზე ქულების დაგროვება ბილეთების შეძენისას არის შესაძლებელი.
ოპერის და ბალეტის თეატრის ისტორია საქართველოში 160 წელზე მეტს ითვლის. ამიერკავკასიაში პირველი ოპერის თეატრი, 1851 წლის 12 აპრილს, გრანდიოზული მეჯლისით გაიხსნა, რომელსაც თბილისის მაღალი საზოგადოება დაესწრო. სხვადასხვა დროს ამ სცენაზე ცნობილი საოპერო და საბალეტო დასები გამოდიოდნენ: იტალიური ოპერა (1897-98 წწ., 1910 წ.), ვენის საიმპერატორო ოპერეტა (1903 წ.), მოსკოვისა და პეტერბურგის კომიკური ოპერები (1907 წ.), პეტერბურგის საიმპერატორო ბალეტი (1907-08 წწ, 1913 წ.). 1905 წელს დაფუძნებულმა თბილისის ფილარმონიულმა საზოგადოებამ განახორციელა რუსული და დასავლეთ ევროპული ოპერების ქართულ ენაზე დადგმა, რაც მოსახლეობის სულ უფრო ფართო ფენებს იზიდავდა. ყოველივე ამან ხელი შეუწყო ქართული ეროვნული ოპერის შექმნას.
თბილისის თეატრის საოპერო და საბალეტო დასს არაერთ ქვეყანაში ჰქონდა ტრიუმფალური გასტროლები. 1930-იანი წლებიდან გასცდა საქართველოს ფარგლებს და დაიდგა რუსეთში, უკრაინაში, სომხეთში, აზერბაიჯანში, პოლონეთში, გერმანიაში, საფრანგეთში, ბულგარეთში, ჩეხეთში, სლოვაკეთში, უნგრეთში. წარმატებით მონაწილეობდა საერთაშორისო ფესტივალებსა და ფორუმებში. თბილისის თეატრის სცენას ხშირად სტუმრობდნენ და სტუმრობენ საქვეყნოდ განთქმული საოპერო შემსრულებლები, მუსიკოსები და მოცეკვავეები.
2016 წლის 30 იანვარს, თბილისის ოპერისა და ბალეტის განახლებული თეატრი საზეიმოდ გაიხსნა. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი დავით კინწურაშვილი გახლავთ, ბალეტის სამხატვრო ხელმძღვანელი ნინო ანანიაშვილი, დირექტორი ალექსანდრე მოწონელიძე.
საქართველოს სახელმწიფო ოპერის თეატრი მდებარეობს მისამართზე: თბილისი, რუსთაველის გამზ. 25. ყოველ დახარჯულ 10 ლარზე 1 უნიქარდის ქულა გროვდება.
© 2010 - 2024 ყველა უფლება დაცულია შპს "უნივერსალ ქარდ კორპორეიშენ"-ის (ს/ნ 2O24614O6) მიერ