This resolution is not supported!

უნიქარდმა დაბადების დღე ქველმოქმედებით აღნიშნა

07/04/2014

unicard 4 wlisaaუნიქარდი 4 წლისაა!


წელსაც არ ვუღალატეთ ქველმოქმედების ტრადიციას და გადავწყვიტეთ გიორგი ბეშკენაძესთან ერთად აღგვენიშნა დაბადების დღე. გიორგი 7 წლის გახლავთ, მას ცერებრალური დამბლა აქვს და ყოველთვიურად სარეაბილიტაციო მასაჟი და ძვირადღირებული მედიკამენტები ესაჭიროება. უნიქარდი გიორგის ერთი წლის განმავლობაში ყოველთვიურად ჩაურიცხავს მასაჟისა და მედიკამენტების სრულ ღირებულებას.


ძვირფასო მომხმარებლებო, ჩვენ გვინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ ერთად გატარებული 4 წლისთვის. ჩვენ ღრმად გვწამს, რომ ჩვენი არსებობის მთავარი მიზანი ადამიანების გახარება, მათი დაჯილდოვებაა. ამ საქმეში თქვენი წვლილი განუსაზღვრელად დიდია. და რაღა თქმა უნდა დიდი მადლობა ჩვენს 200-ზე მეტ პარტნიორ კომპანიას, რომლებიც უნიქარდის მამოძრავებელ ძალას წარმოადგენენ.