„მოიგე 5000 ქულა“ აქციის პირველი ეტაპის შედეგები 4 მარტს გამოვლინდება!
შეგახსენებთ, რომ აქციის „მოიგე 5000 ქულა“, პირველი ეტაპის გამარჯვებულები 4 მარტს გამოვლინდებიან. მოგებული ქულები მომხმარებლებს 5 დღის განმავლობაში ჩაერიცხებათ. მონაწილეობის მისაღებად, აუცილებელია პარტნიორ კომპანიებში (1 თებერვლიდან 29 თებერვლის ჩათვლით 50 ლარზე ბარათის გატარებისას) მიღებული ბილეთების გააქტიურება ვებგვერდის, SMS-ის, სატელეფონო ცენტრის ან მომსახურების ცენტრის საშუალებით.
ყოველი მე-10 მომხმარებელი 20 ქულით დაჯილდოვდება, 50-ე 30 ქულით, მე-100 50, მე-500 250, მე-1000 500, ყოველი მე-5000 მომხმარებელი კი 5000 ქულას მიიღებს საჩუქრად. აქციაში მონაწილეობა ბილეთის ქულებით შეძენითაც არის შესაძლებელი. 1 ბილეთი 9 ქულა ღირს და შეძენილი ბილეთი თავისთავად აქტიურია (დამატებით აქტივაციას აღარ საჭიროებს).
1 თებერვლიდან უნიქარდი მომხმარებლებს წამახალისებელ აქციას სთავაზობს - „მოიგე 5000 ქულა“. აქცია, რომელიც 3 თვე გაგრძელდება, ქულების დაგროვების პროცესს კიდევ უფრო სახალისოს და სარგებლიანს ხდის. 20, 30, 100, 250, 500 და 5000 ქულის მოგების შანსი ბარათის ყველა მფლობელს აქვს.
აქცია 3 თვე გრძელდება და სამ ეტაპად იყოფა. ერთი ეტაპი მოიცავს ერთ თვეს. გამარჯვებულები გამოვლინდებიან 4 მარტს, 5 აპრილს და 5 მაისს. შესაბამისად, 1 თებერვლიდან 29 თებერვლის ჩათვლით გააქტიურებული ან შეძენილი ბილეთების გამარჯვებულების გამოვლენა 4 მარტს მოხდება, 1 მარტიდან 31 მარტის გამარჯვებულების 5 აპრილს, ხოლო 1 აპრილიდან 30 აპრილის ჩათვლით გამარჯვებულების 5 მაისს.
აქციის პირობის დაკმაყოფილებისთანავე უნიქარდის მფლობელი SMS-ით მიიღებს ბილეთის უნიკალურ კოდს, რომლის გააქტიურებაც შესაძლებელია კალენდარული თვის ბოლომდე. არააქტიური ბილეთი აქციაში მონაწილეობას არ იღებს.
© 2010 - 2024 ყველა უფლება დაცულია შპს "უნივერსალ ქარდ კორპორეიშენ"-ის (ს/ნ 2O24614O6) მიერ