This resolution is not supported!

მობილური აპლიკაციის ვირტუალური ბარათით 20%-ით მეტი ქულა გროვდება

29/01/2016

უნიქარდის მომხმარებლები მობილური აპლიკაციის ვირტუალური ბარათით 20%-ით მეტ ქულას 1 თებერვლიდან დაგროვებენ. ვირტუალური ბარათით ქულების დაგროვება და დახარჯვა პირდაპირ მობილური ტელეფონის საშუალებითაა შესაძლებელი. ბარათი მობილურ აპლიკაციაში ავტორიზაციის გავლისთანავე ჩნდება. ვირტუალური ბარათით ქულების დაგროვების გარდა, უნიქარდის აპლიკაციის საშუალებით შესაძლებელია:

● ვირტუალური ბარათით ქულების დახარჯვა;

● ფუნქციით „ჩემ გარშემო“ უახლოესი პარტნიორი კომპანიების ობიექტების მოძიება;

● დაგროვებული ქულების შემოწმება და ამონაწერის ნახვა;

● საჩუქრის არჩევა და შეკვეთა ონლაინ კატალოგის მეშვეობით;

● აქციებისა და შეთავაზებების მიღება.

ვირტუალურ ბარათს მიიღებს ისიც, ვინც ჯერ კიდევ არ არის უნიქარდის პლასტიკური ბარათის მფლობელი. ვირტუალური ბარათით სარგებლობა სუპერმარკეტების ქსელ სმარტში, სპარში და სააფთიაქო ქსელ ჯიპისიშია შესაძლებელი.

მობილურ აპლიკაციაში ასევე საინტერესო ფუნქციაა „ჩემ გარშემო“ –  ბარათის მფლობელი ადგილმდებარეობის მიხედვით, მის გარშემო განლაგებულ იმ კომპანიების ობიექტებს ხედავს, სადაც უნიქარდის ბარათი ტარდება. „ჩემ გარშემო“ ფუნქციის საშუალებით  მომხმარებელს უფრო უმარტივდება ისარგებლოს პარტნიორი კომპანიის მიერ შემოთავაზებული სერვისებით და დააგროვოს ქულები პლასტიკური ბარათით 3 500-ზე მეტ წერტილში.

აპლიკაცია უფასოა და მისი ჩამოტვირთვა სმარტფონების მფლობელებისთვის play store-ზე ან app store-ზეა შესაძლებელი.