This resolution is not supported!

ორი ნაბიჯი და უნიქარდი ერთგულ მომხმარებლებს აჯილდოებს

18/01/2016

კომპანიებმა ორი ნაბიჯი და უნიქარდი უამრავი ერთგული მომხმარებელი დააჯილდოვეს. 15 იანვარს მასშტაბური საზეიმო დაჯილდოება თბილისში, საბჭოს მოედანზე  მდებარე ორი ნაბიჯის მარკეტში გაიმართა. 150 ადამიანი ორი ნაბიჯის 50 ლარიანი ვაუჩერით დასაჩუქრდა, ხოლო 10 ყველაზე აქტიური - ყვარლის ტბის უნიტურით 2 ადამიანზე. დასაჩუქრებულები ყვარლის ტბაზე 3 დღიანი ტურით სარგებლობას, წლის განმავლობაში, მათთვის სასურველ დროს შეძლებენ.

უნიქარდი და ორი ნაბიჯი 5 წელია წარმატებით თანამშრომლობენ. ბარათის 1.5 მილიონ მფლობელს ქულების დაგროვება თბილისის მასშტაბით ორი ნაბიჯის 65 მარკეტში შეუძლიათ. ორი ნაბიჯი სახლთან ახლოს მდებარე მარკეტებს შორის ყველაზე სწრაფად მზარდი ქსელია და 2016 წლის ბოლოს 100-მდე მარკეტის გახსნას გეგმავს. მარკეტების ქსელი მომხმარებლებს სახლიდან ორ ნაბიჯში პროდუქტის ფართო ასორტიმენტს და მოსახერხებელ პირობებს სთავაზობს.