This resolution is not supported!

უნიქარდი და ბეკო მომხმარებლებს საახალწლო აქციას სთავაზობენ

29/12/2015

ტექნიკის მაღაზიათა ქსელი ბეკო და უნიქარდი მომხმარებლებს საახალწლო აქციას სთავაზობენ. აქციის პერიოდში ბარათის მფლობელებს გაორმაგებული ქულები და 50%-მდე ფასდაკლება ელით, გარკვეული პროდუქციის შეძენისას კი დამატებით - წვრილი საყოფაცხოვრებო ტექნიკა. ბეკოს ყველაზე იღბლიანი მომხმარებელი ესპანეთში ბარსელონა-ვალენსიას საფეხბურთო მატჩს დაესწრება. აქცია ბეკოს ყველა მაღაზიაში 31 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

კომპანია ბეკო საქართველოს ბაზარზე უკვე 16 წელია ოპერირებს. ქვეყნის მასშტაბით კომპანიის პროფილი საყოფაცხოვრებო და ელ.ტექნიკით ვაჭრობაა. ბეკო მომხმარებლებს პროდუქციის  ადგილზე მიტანას და უფასო მონტაჟს სთავაზობს, გრძელვადიან საგარანტიო მომსახურებს და ასევე გარანტიის შემდგომ მომსახურებას. ბეკოს გუნდის მუშაობის პრინციპი  მომსახურების დონის დახვეწა, არჩევანის გამრავალფეროვნება და მომხმარებლისთვის გამუდმებით საინტერესო აქციების შეთავაზებაა. ბეკოს მთავარი უპირატესობა ხარისხისა და ფასების საუკეთესო თანხვედრაა. ბეკოს პროდუქცია გამოირჩევა სპეციალური თვისებებით, ფუნქციებით და მარტივი დიზაინით, რაც მომხმარებელს ყოველდღიურ ცხოვრებას უადვილებს.