შატო მერე უნიქარდის პარტნიორი გახდა
უნიქარდის ქსელში შატო მერე ჩაერთო. სასტუმრო ღვინის კომპანია "ვინივერიას" ბაზაზე თელავის მახლობლად, სოფელ ვარდისუბანში დაფუძნდა 2011 წელს. ადგილობრივი ყურძნის გადამუშავებით „ვინივერია" თეთრი და წითელი ღვინის რამდენიმე სახეობას აწარმოებს. კახური და ევროპული ტექნოლოგიით დამზადებული ღვინო ადგილობრივი ბაზრის გარდა, ექსპორტზე მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში გადის.
ღვინის კომპანიასთან ერთად, შატოს კომპლექსი სასტუმროსა და რესტორანსაც მოიცავს. სასტუმროს ტერიტორიაზეა ასევე ღია აუზი, დიდი საკონფერენციო დარბაზი, მარანი, ღვინის სადეგუსტაციო განყოფილება, ბარი და საჯინიბო რამდენიმე არაბული ცხენით.
შატო მერე თბილისიდან დაახლოებით ერთი საათის (90 კმ) სავალ მანძილზეა. უნიკალური ლანდშაფტი, სუფთა ჰაერი, კახური სამზარეულო, ექსკლუზიური ღვინოები, საუკეთესო მომსახურება და ფასები ყველა პირობას ქმნის სასიამოვნო დასვენებისთვის. ოჯახთან, მეგობრებთან ან საქმიან პარტნიორებთან ერთად შატო მერეში გატარებული ერთი დღეც კი დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს ტოვებს.
შატო მერეში ყოველ დახარჯულ 10 ლარზე უნიქარდზე 1 ქულა გროვდება. სასტუმრო მდებარეობს მისამართზე: ვარდისუბანი 15, თელავი, საქართველო.
© 2010 - 2024 ყველა უფლება დაცულია შპს "უნივერსალ ქარდ კორპორეიშენ"-ის (ს/ნ 2O24614O6) მიერ