Co.mode+ უნიქარდის ქსელში ჩაერთო
25/11/2015
უნიქარდის ქსელს მაღაზია-სალონი Co.mode+ შემოუერთდა. Co.mode+ არის საქართველოში პირველი მაღაზია-სალონი, სადაც წარმოდგენილია სხვადასხვა მიმართულების დამწყებ დიზაინერთა კოლექციები. მაღაზია აქტიურად თანამშრომლობს თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიასთან. მუშაობის პროცესში ჩართულები არიან სტუდენტებიც.
Co.mode+-ში ნახავთ ბევრ საინტერესო ნივთს, შეძლებთ შეიძინოთ ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, აქსესუარი, საბავშვო ნივთები და სახლის დეკორაციები. კოლექციების უმრავლესობა ექსკლუზივია. Co.mode+-ში ფუნქციონირებს ატელიე, სადაც Co.mode+-ის ნიშნის ქვეშ იწარმოება ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, შესაბამისად მიიღება ინდივიდუალური შეკვეთები.
Co.mode+ შემდეგ მისამართზე მდებარეობს: ვერე, ვასილ ბარნოვის ქუჩა №45/41 და ყოველ 10 ლარზე 1 უნიქარდის ქულა გროვდება.
© 2010 - 2024 ყველა უფლება დაცულია შპს "უნივერსალ ქარდ კორპორეიშენ"-ის (ს/ნ 2O24614O6) მიერ