This resolution is not supported!

უნიქარდის შოპინგ ფესტივალი თბილისი მოლშია!

06/11/2015

13-დან 23 ნოემბერის ჩათვლით თბილისი მოლში უნიქარდის შოპინგ ფესტივალი იწყება. ფესტივალის ფარგლებში, შოპინგი და დაგროვება ნებისმიერი მსურველისთვის იქნება შესაძლებელი. დაგროვების პროცესი მარტივია – მოლის ნებისმიერ მაღაზიაში განხორციელებულ შენაძენზე მიღებული ქვითრით მომხმარებელს შეუძლია მივიდეს მოლის ტერიტორიაზე განთავსებულ უნიდესკთან. უნიქარდის აგენტები შენაძენის შესაბამისად დაარიცხავენ უნიქარდის ქულებს. ყოველ 10 ლარზე 1 ქულა გროვდება და დღეში მაქსიმუმ 50 ქულის დაგროვებაა შესაძლებელი. მნიშვნელობა არა აქვს ფესტივალის მონაწილეს აქვს თუ არა უნიქარდის ბარათი, მოლში ახალი ბარათის მიღების შემდეგ,  მას მაინც დაერიცხება ქულები უნიქარდზე.

 უნიქარდის ფესტივალის ფარგლებში დარიცხული ქულები გააქტიურდება  მას შემდეგ, რაც მომხმარებელი უნიქარდის ბარათზე დამატებით დააგროვებს 10 ქულას პარტნიორ კომპანიებში. ქულების გასააქტიურებლად აუცილებელია ბარათის მფლობელი რეგისტრირებული იყოს უნიქარდის სისტემაში. რეგისტრაცია შესაძლებელია ვებგვერდის (www.unicard.ge), მობილური აპლიკაციის ან სატელეფო ცენტრის (2 555 222) საშუალებით. ფესტივალზე დაგროვებული ქულების გააქტიურების ვადაა 2015 წლის 31 დეკემბერი.

 უნიქარდი მომხმარებლებს ქულების დაგროვების სახალისო და პოზიტიურ პროცესს სთავაზობს. უნიქარდის შოპინგ ფესტივალში მონაწილეობა - შოპინგი და დაგროვება ყველას შეუძლია!

დეტალური პირობები