This resolution is not supported!

დრესაპ ჯგუფმა უნიქარდთან ერთად შემოდგომის დღეების აქცია დაიწყო

05/11/2015

დრესაპ ჯგუფმა უნიქარდთან ერთად შემოდგომის დღეების აქცია დაიწყო. აქციის ფარგლებში, მომხმარებლები ჯგუფში შემავალ მაღაზიებში: ლევისი“, ლი & ვრანლერი“, მავი“, ჯინსგალერი“, „Fექთორი“ - შეძლებენ ისარგებლონ 20% ფასდაკლებით ახალი კოლექციის განსაზღვრულ მოდელებზე და ნებისმიერ შენაძენზე დააგროვონ გაორმაგებული ქულები უნიქარდზე. აქცია მოქმედებს ტანსაცმელზე, ფეხსაცმელსა და აქსესუარებზე, როგორც ქალბატონებისთვის,ასევე მამაკაცებისათვის. აქციის ფარგლებში დრესაპ ჯგუფის ყველა მაღაზიაში ყოველ 10 ლარზე 1.6 ქულა დაგროვდება უნიქარდზე. აქცია ძალაშია 15 ნოემბრის ჩათვლით.

მაღაზიების გარდა კოლექციის დათვალიერება ასევე შესაძლებელია დრესაპჯგუფის ონლაინ კატალოგში www.dressup.ge. უნიქარდზე დაგროვებული ქულებით კი მომხმარებლებს საჩუქრის არჩევა უნიქარდის ონლაინ კატალოგში შეუძლიათ. საჩუქრების არჩევანი მრავალფეროვანია და 3 ქულიდან იწყება, მათ შორის არის დრესაპ ჯგუფის ვაუჩერებიც.

„დრესაპ ჯგუფი“,  2015 წლამდე „ჯინს გალერი ჯგუფის“ სახელით იყო ცნობილი, 1994 წლიდან არის წარმოდგენილი ქართულ ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, აქსესუარების ბაზარზე და უკვე 21 წელია ზრუნავს საქართველოში იმ ყველაზე დემოკრატიული სტილის დამკვიდრებასა და მხარდაჭერაზე, რასაც ჯინსი, თავისუფალი ცხოვრების წესი და საკუთარი ინდივიდუალური სტილის შექმნა ჰქვია.