This resolution is not supported!

უნიქარდის პასიური ანგარიშებიდან ქულების ჩამოწერა განხორციელდა

02/11/2015

გაცნობებთ, რომ უნიქარდის მომხმარებლებსა და კომპანია „უნივერსალ ქარდ კორპორეიშენს“ შორის დადებული „უნივერსალური დაგროვებითი ბარათით „უნიქარდით“ სარგებლობის პირობების“ შესაბამისად, შპს „უნივერსალ ქარდ კორპორეიშენ“-მა 2015 წლის 2 ნოემბერს განახორციელა  2010-2013 წლებში დაგროვილი ქულების ჩამოწერა იმ ანგარიშებიდან, რომლებზეც დაგროვება და დახარჯვა არ განხორციელებულა 2013 წლის 1 ნოემბრიდან 2015 წლის 1 ნოემბრამდე.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ აღნიშნული ჩამოწერილი ქულების ანგარიშები წარმოადგენს პასიურ ანგარიშებს, რადგან მათზე არ განხორციელებულა ქულების დაგროვება ან დახარჯვა, ბარათზე განხორციელებული ბოლო ოპერაციიდან 24 თვის მანძილზე.

მოთხოვნის შესაბამისად, შესაძლებელია პასიური ანგარიშის გააქტიურება და ჩამოწერილი ქულების აღდგენა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და ქულების დაბრუნების პირობების გასაცნობად, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ  ნომერზე 2555222, ან მოგვმართოთ მომსსახურების ცენტრში ან მომსახურების პუნქტებში. იხილეთ მისამართები http://www.unicard.ge/ge/contact