ჩაფიძის გულის ცენტრი
0.5 ქულა
ყოველ 10 ლარზე
კომპანიის შესახებ:
აკადემიკოს გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრი (ჩაფიძის გულის ცენტრი) პირველი ქართულ-გერმანული ერთობლივი კლინიკაა, რომელიც 1994 წელს დაარსდა და მდიდარი და სახელოვანი ისტორია აქვს. ცენტრის მთავარ სპეციალიზაციას წარმოადგენს კარდიოლოგია (ინტერვენციული კარდიოლოგიითა და კარდიოქირურგიით), ანგიოლოგია, ელექტრონული ჯანმრთელობის ინოვიაციური მეთოდები და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პრევენცია/რეაბილიტაცია. ჩაფიძის გულის ცენტრის მისიაა მოსახლეობისათვის თანამედროვე ევროპული სტანდარტების დონის, საუკეთესო ხარისხის მრავალფეროვანი სამედიცინო დახმარების მიწოდება. ამავდროულად ცენტრი წარმოადგენს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლინიკას, რომელშიც ხდება დიპლომამდელი, სარეზიდენტო და უწყვეტი სამედიცინო განათლების მიღება და მიმდინარეობს საერთაშორისო სამეცნიერო კლინიკური კვლევები. ჩაფიძის გულის ცენტრის მრავალწლიანი პარტნიორია ფრეიბურგის უნივერსიტეტი და ბად-კროცინგენის გულის ცენტრი. უმაღლესი პროფესიონალიზმი, მომსახურების ხარისხის მუდმივი კონტროლი და აქცენტი პაციენტის უსაფრთხოებაზე - აი ჩაფიძის გულის ცენტრის სავიზიტო ბარათი.
მისია: თანამედროვე ევროპული სტანდარტების დონის, საუკეთესო ხარისხის მრავალფეროვანი სამედიცინო დახმარების მიწოდება მოსახლეობისათვის.
მიზნები: ახალი სერვისების დანერგვა-განვითარება: ელექტროფიზიოლოგია, რეგიონული სკრინინგ ცენტრების გახსნა სამედიცინო მომსახურების ევროპული სტანდარტების დანერგვა და მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა.
პროდუქცია/მომსახურება:
ამბულატორია, დიაგნოსტიკა, კარდიოლოგია, კარდიოქირურგია, ტელეკონსულტაციები, ინტერვენციული კარდიოლოგია, სისხლძარღვთა ქირურგია, პრევენცია და რეაბილიტაცია, ცენტრალური ლაბორატორია, ინვაზიური დიაგნოსტიკა, არითმიების მკურნალობა.
*ქულების ერთჯერადად დაგროვების მაქსიმალური რაოდენობაა 150 ქულა.
ტელეფონი: 0322402322
ელ. ფოსტა: [email protected]
ვებ გვერდი
სამუშაო საათები: 09:30 - 17:30 (ორშაბათი-პარასკევი) 09:30 - 15:00 (შაბათ-კვირა)
© 2010 - 2024 ყველა უფლება დაცულია შპს "უნივერსალ ქარდ კორპორეიშენ"-ის (ს/ნ 2O24614O6) მიერ