This resolution is not supported!

საქართველოს სახელმწიფო ოპერის თეატრი

1 ქულა

ყოველ 10 ლარზე

კომპანიის შესახებ:

ოპერის თეატრის ისტორია საქართველოში ასსამოცზე მეტ წელს ითვლის. ამიერკავკასიაში პირველი ოპერის თეატრი, 1851 წლის 12 აპრილს, გრანდიოზული მეჯლისით გაიხსნა, რომელსაც თბილისის მაღალი საზოგადოება დაესწრო. 
სხვადასხვა დროს ამ სცენაზე ცნობილი საოპერო და საბალეტო დასები გამოდიოდნენ: იტალიური ოპერა (1897-98 წწ., 1910 წ.), ვენის საიმპერატორო ოპერეტა (1903 წ.), მოსკოვისა და პეტერბურგის კომიკური ოპერები (1907 წ.), პეტერბურგის საიმპერატორო ბალეტი (1907-08 წწ, 1913 წ.); მღეროდნენ შესანიშნავი მომღერლები.
1905 წელს დაფუძნებულმა თბილისის ფილარმონიულმა საზოგადოებამ განახორციელა რუსული და დასავლეთ ევროპული ოპერების ქართულ ენაზე დადგმა, რაც მოსახლეობის სულ უფრო ფართო ფენებს იზიდავდა. ყოველივე ამან ხელი შეუწყო ქართული ეროვნული ოპერის შექმნას.
1930-იანი წლებიდან ქართული ოპერები და ბალეტები გასცდა საქართველოს ფარგლებს. ისინი დაიდგა რუსეთში, უკრაინაში, სომხეთში, აზერბაიჯანში, პოლონეთში, გერმანიაში, საფრანგეთში, ბულგარეთში, ჩეხეთში, სლოვაკეთში, უნგრეთში. თბილისის თეატრის საოპერო და საბალეტო დასს არაერთ ქვეყანაში ჰქონდა  ტრიუმფალური გასტროლები, წარმატებით მონაწილეობდა საერთაშორისო ფესტივალებსა და ფორუმებში. თბილისის თეატრის სცენას ხშირად სტუმრობდნენ და სტუმრობენ საქვეყნოდ განთქმული საოპერო შემსრულებლები, მუსიკოსები და მოცეკვავეები.
თბილისის ოპერისა და ბალეტის განახლებული თეატრი (სამხატვრო ხელმძღვანელი დავით კინწურაშვილი, ბალეტის სამხატვრო ხელმძღვანელი ნინო ანანიაშვილი, დირექტორი ალექსანდრე მოწონელიძე) 2016 წლის 30 იანვარს  საზეიმოდ გაიხსნა.

პროდუქცია/მომსახურება:
თეატრი.

ტელეფონი: (032) 2 00 44 66
ელ. ფოსტა: [email protected]
ვებ გვერდი
Facebook
სამუშაო საათები: 11:00 - 19:00