This resolution is not supported!

შატო მერე

1 ქულა

ყოველ 10 ლარზე

კომპანიის შესახებ:

შატო მერე ღვინის კომპანია "ვინივერიას" ბაზაზე თელავის მახლობლად, სოფელ ვარდისუბანში დაფუძნდა და 2011 წლის 18 სექტემბრიდან ფუნქციონირებს.
ღვინის კომპანიასთან ერთად, შატოს კომპლექსი სასტუმროსა და რესტორანსაც მოიცავს. სასტუმროს ტერიტორიაზეა ღია აუზი, დიდი საკონფერენციო დარბაზი, მარანი, ღვინის სადეგუსტაციო განყოფილება, ბარი  და საჯინიბო რამდენიმე არაბული ცხენით.
ღვინის წარმოების გარდა, კახეთის რეგიონი ისტორიული წარსულითაც გამოირჩევა. აქ დღემდე ბევრი ღირსშესანიშნაობაა შენარჩუნებული. ამ ძეგლების უმეტესობა - იყალთოს აკადემია, გრემი, ახალი და ძველი შუამთა, ალავერდი, ერეკლე მეორისა თუ ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმები - სწორედ შატო მერეს სიახლოვეს მდებარეობს.
შატო მერე თბილისიდან დაახლოებით ერთი საათის (90 კმ) სავალ მანძილზეა. უნიკალური ლანდშაფტი, სუფთა ჰაერი, კახური სამზარეულო, ექსკლუზიური ღვინოები, საუკეთესო მომსახურება და ფასები ყველა პირობას ქმნის სასიამოვნო დასვენებისთვის. ოჯახთან, მეგობრებთან ან საქმიან პარტნიორებთან ერთად შატო მერეში გატარებული ერთი დღეც კი დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს დაგიტოვებთ.

პროდუქცია/მომსახურება:
დასასვენებელი კომპლექსი, სასტუმრო.

ტელეფონი: 595 99 03 99; 595 99 03 94
ელ. ფოსტა: [email protected]
ვებ გვერდი
Facebook
სამუშაო საათები: 24/7