უნივერსალური დაგროვებითი ბარათით ,,უნიქარდით" სარგებლობის პირობები
განაცხადზე ხელმოწერით, ან ინტერნეტ ქსელის მეშვეობით პროგრამაში ჩართვით თქვენ ადასტურებთ თქვენს ნებას უნიქარდ ბარათის გამოყენების შემთხვევაში დაგიგროვდეთ ქულები, რაც მოგცემთ საშუალებას აირჩიოთ და მიიღოთ ,,უნივერსალ ქარდ კორპორეიშენ" -ის კატალოგიდან თქვენს მიერ დაგროვილი ქულების შესაბამისი ნივთი, მომსახურება ან ვაუჩერი, რათა შეიძინოთ თქვენთვის სასურველი ნივთი ან/და მომსახურება დამატებითი ხარჯის გარეშე. ეს პირობები განაცხადზე ხელმოწერის შემთხვევაში წარმოადგენს ხელშეკრულებას თქვენსა და კომპანია ,,უნივერსალ ქარდ კორპორეიშენ"-ს შორის.
1.ტერმინთა განმარტება უნიქარდით სარგებლობის მიზნებისათვის
1.1. ხელშეკრულება - წინამდებარე პირობები და ხელმოწერილი განაცხადის ერთობლიობა ერთიანი სამართლებრივი ინსტრუმენტია;
1.2. განაცხადი - ფიზიკური პირის მიერ კომპანიაში ბარათის მისაღებად წარდგენილი დადგენილი ფორმის მქონე ბეჭდვითი ან ელექტრონული განცხადება. იგი ორი სახისაა: განაცხადი ძირითადი ბარათის მისაღებად და განაცხადი დამატებითი ბარათის მისაღებად;
1.3. კომპანია - ბარათის მესაკუთრე შპს ,,უნივერსალ ქარდ კორპორეიშენ" ადგილსამყოფელით თბილისი, სტანისლავსკის #5, დიდუბე პლაზას შენობა მე-4 სართული; საფოსტო ინდექსი 0102; გსნ 202461406; ვებ გვერდი- www.unicard.ge; საინფორმაციო ცენტრის ტელეფონის ნომერი- (032) 2 555 222;
1.4. ბარათის გაცემა - კომპანიასა და ფიზიკურ პირს შორის ხელშეკრულების საფუძველზე პირისთვის ბარათის გადაცემა;
1.5. ბარათის მფლობელი - ფიზიკური პირი;
1.6. ძირითადი ბარათი - კომპანიის მიერ გამოშვებული ბარათი ,,უნიქარდი", რაც წარმოადგენს დაგროვილი ქულების აღრიცხვის ინსტრუმენტს კატალოგში განთავსებული ნივთების, მომსახურებების ან ვაუჩერების მისაღებად;
1.7. დამატებითი ბარათი - მოქმედებს ძირითად ბარათთან ერთად, მაგრამ დამატებითი ბარათი მხოლოდ დაგროვილი ქულების აღრიცხვის ინსტრუმენტია. მისი მფლობელის მიერ კატალოგში განთავსებულ ნივთებზე, მომსახურებაზე ან ვაუჩერზე შეკვეთის მიღება არ ხდება;
1.8. ქულების ანგარიში- ბარათის მფლობელისათვის კომპანიაში გახსნილი ანგარიში, რომელზეც აისახება ქულების დაგროვებისა და დაგროვილი ქულების გამოყენების პროცესების ერთობლიობა;
1.9. ამონაწერი - ბარათის მფლობელის მოთხოვნით ფორმირებული ამონაწერი ანგარიშიდან, რაც ასახავს ანგარიშზე განხორციელებულ ქმედებას დროის გარკვეულ მონაკვეთში;
1.10. ბარათის დაბლოკვა - ბარათის გამოყენების აკრძალვა;
1.11. პარტნიორი კომპანია - პირი, მათ შორის იურიდიული პირი, რომელიც ემსახურება ბარათს ქულების დასაგროვებლად ბარათის მფლობელის მიერ საქონლის/მომსახურების შესყიდვისას;
1.12. ერთჯერადი კოდი - ათწუთიანი მოქმედების მქონე ერთჯერადი პაროლი, რაც ბარათის მფლობელს კომპანიისაგან ეგზავნება განაცხადში მითითებული მობილურის ნომერზე ,SMS"-ით;
1.13. შეკვეთის უნიკალური კოდი - კოდი, რომელიც გენერირდება კატალოგში განთავსებული ნივთის, მომსახურების ან ვაუჩერის შეკვეთისთანავე და გამოიყენება კატალოგიდან შერჩეული დასახელების ნივთის/მომსახურების ან ვაუჩერის გაცემისას;
1.14. ქულა -არაფულადი საავანსოერთეული, რომელიც ბარათის მფლობელს უგროვდება კომპანიაში გახსნილ ქულების ანგარიშზე - პარტნიორ კომპანიაში ბარათის გამოყენებით (მობილური ოპერატორის გარდა) განხორციელებული ნებისმიერი შესყიდვის დროს. ქულები ნიშნავს ბარათის მფლობელის მიერ კომპანიაში დაგროვილ ავანსს კატალოგიდან შერჩეული ნივთის/მომსახურების ან ვაუჩერის შესაძენად;
1.15. კატალოგი - პერიოდულად განახლებადი ბეჭდვითი, ასევე კომპანიის ვებ-გვერდზე განთავსებული კომპანიის კატალოგი, რომლიდანაც ძირითადი ბარათის მფლობელს უფლება აქვს შეარჩიოს სასურველი ნივთი, ვაუჩერი ან მომსახურება და მიიღოს იგი შესაბამისი ქულების დაგროვებით;
1.16. ვაუჩერი - კომპანიისმიერ კოდირებული ელექტრონული დოკუმენტი, რითაც ძირითადი ბარათის მფლობელი (ან მის მიერ უფლებამოსილი პირი) უფლებამოსილია მიიღოს მასში მითითებული ღირებულების ნივთი ან მომსახურება, ან მოახდინოს ნივთის/მომსახურების მიღება თანხის დამატებით. ვაუჩერზე ხურდის დაბრუნდება არ წარმოებს.
1.17. ვირტუალური ანგარიში - ვირტუალური ანგარიშის მფლობელებს წარმოადგენენ ფიზიკური პირები, რომლებიც არ ფლობენ უნიქარდ ბარათს. ვირტუალურ ანგარიშზე დაგროვილი ქულების გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ ფიზიკური პირის მიერ უნიქარდ ბარათის მიღებით. ვირტუალურ ანგარიშზე ავტომატურად ისახება უნიქარდ ქულების დაგროვების პროცესი მხოლოდ სს ”ლიბერთი ბანკი”-ს ზოგიერთი საბანკო ბარათ(ებ)ით განხორციელებული ტრანზაქციისას და ასევე სს ”ლიბერთი ბანკი”-ს ზოგიერთი საბანკო პროდუქტებით სარგებლობისას. (ლიბერთი ბანკის საბანკო ბარათ ლიბერთი ქარდით ქულების დაგროვებების თავისებურებების სრულად იხილეთ მე-81 პუნქტში)1.18. აქტიური ანგარიში - აქტიურ ანგარიშზე ქულების დაგროვება ბარათის მფლობელის მიერ ხორციელდება კომპანიის პარტნიორ კომპანიებში გადახდილი დანახარჯის ნაწილიდან. აქტიური ანგარიში მოქმედებს უვადოდ. იხილეთ ასევე ქულების ანგარიში განმარტება. 1.19. პასიური ანგარიში - ანგარიში, რომელზეც ქულების დაგროვება (გარდა ქულების ავტომატური დაგროვებისა) ან/და დახარჯვა არ ხორციელდება ბოლო ტრანზაქციიდან 3 (სამი) წლის მანძილზე. პასიურ ანგარიშად შესაძლოა გარდაიქმნას ვირტუალური ან/და აქტიური ანგარიში.2. ზოგადი წესები
2.1. ბარათის მოქმედების წესი მოწესრიგებულია წინამდებარე დოკუმენტით. ბარათი მოქმედებს განუსაზღვრელი ვადით. ბარათი კომპანიის საკუთრებაა. დამატებითი ან ძირითადი ბარათის გაყიდვა, ან ნებისმიერი სხვა ფორმით გასხვისება ან დაგირავება არ არის ნებადართული.
2.2. დაგროვებითი ბარათები არ არის საბანკო სადებეტო ან საკრედიტო სტატუსის მატარებელი და არ წარმოადგენს გადახდის სხვაგვარ საშუალებას.
2.3. განაცხადზე ხელმოწერა ნიშნავს, რომ პირი გაეცნო წინამდებარე პირობებს და დაეთანხმა მათ. განაცხადზე ხელმოწერის შემდეგ პირს გადაეცემა უნივერსალური დაგროვებითი ბარათი ,,უნიქარდი" ;
2.4. ბარათის მფლობელი, კომპანიის იმ ყველა პარტნიორთან, სადაც განთავსებულია ლოგო ,,UNICARD, SHOP & BONUS", საქონლის/მომსახურების შესყიდვის განხორციელებისთანავე წარადგენს ბარათს ფულის მიმღებ პირთან (მოლარე, ან სხვა საამისოდ უფლებამოსილ პირი), რის შემდეგაც ბარათი გატარდება პოს-ტერმინალში, ქარდ-რიდერში ან აისახება პროგრამულ უზრუნველყოფაში, რაც ბარათზე ქულების დაგროვების საფუძველია. დაგროვილი ქულების შესაბამისად ბარათის მფლობელს კომპანიის კატალოგიდან შეუძლია აირჩიოს და მიიღოს მისთვის სასურველი ნივთი, მომსახურება ან ვაუჩერი.
2.5. ბარათი გაიცემა განაცხადის საფუძველზე. ბარათი არის ძირითადი ან დამატებითი სტატუსის. ერთ ძირითად ბარათზე შეიძლება გაიცეს 4 დამატებითი ბარათი. დამატებითი ბარათის მფლობელს შეარჩევს ძირითადი ბარათის მფლობელი. იგი ვალდებულია გააცნოს და აუხსნას დამატებითი ბარათის მფლობელს წინამდებარე პირობები. დამატებითი ბარათის მიღებით მისი მფლობელიც აცხადებს თანხმობას წინამდებარე პირობებზე. კომპანია უფლებამოსილია უარი განაცხადოს დამატებითი ბარათის გაცემაზე.
2.6. ნებისმიერი ცვლილება ძირითადი ბარათის მფლობელის შესახებ (ტელეფონი (მობ, ქალაქის), მისამართი, სახელი, გვარი) უნდა ეცნობოს კომპანიას. სხვა შემთხვევაში კომპანიას უფლება აქვს არ აგოს პასუხი გახარჯულ ქულებზე (მათ შორის მობილური ტელეფონიდან სასაუბრო დროის შეძენაზე) ან/და შეაჩეროს ქულების დაგროვების აღრიცხვა ან/და არ შეასრულოს დაკვეთა კატალოგის მიხედვით, თუ ასეთი ცვლილება შემთხვევით გახდა ცნობილი კომპანიისათვის (ინფორმაცია არ მიუღია ძირითადი ბარათის მფლობელისაგან) ინფორმაციის დაზუსტებამდე;
2.7. ძირითადი ბარათის მფლობელი შეიძლება იყოს ფიზიკური პირი 18 წლის ასაკიდან, ხოლო დამატებითი ბარათის მფლობელი ფიზიკური პირი 12 წლის ასაკიდან. ერთი დამატებითი ბარათი შესაძლოა გაიცეს ძირითადი ბარათის გაცემისთანავე.
2.8. წინამდებარე პირობები შეიძლება შეიცვალოს ცალმხრივად კომპანიის მიერ, რაც ავტომატურად გავრცელდება ბარათის მფლობელებზე. ცვლილებები განთავსდება ვებ გვერდზე.
2.9. ძირითადი ბარათის მფლობელი უფლებამოსილია ნებისმიერ მომენტში შეწყვიტოს წინამდებარე ხელშეკრულება ან/და გააუქმოს დამატებითი ბარათ(ებ)ი კომპანიისათვის წინასწარი წერილობითი შეტყობინებით. ხელშეკრულების შეწყვეტა ნიშნავს ძირითადი ბარათის მოქმედების შეწყვეტას და ამ მომენტისათვის დარიცხული ქულები უქმდება.
2.10. კომპანია უფლებამოსილია ტექნიკური შეფერხებისას ან ფორს-მაჟორული გარემოებისას დროებით შეაჩეროს მომსახურება ასეთი გარემოების აღმოფხვრამდე.
2.11. ბარათის მფლობელმა კომპანიას დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს ბარათის დაბლოკვის შესახებ, ბარათის დაკარგვის, მოპარვის ან დაზიანებისას.
2.12. ბარათის მფლობელებს დაგროვილი ქულების ოდენობის შესახებ ინფორმაცია მიეწოდება მოთხოვნისთანავე მოკლე ტექსტური შეტყობინებით (SMS), ან კომპანიის ვებ გვერდის მეშვეობით, ან საინფორმაციო ცენტრით. იმ შემთხვევაში, თუ მფლობელი არ ეთანხმება ქულათა ოდენობას, უფლებამოსილია ორი კვირის განმავლობაში მიმართოს კომპანიას საკითხის გასარკვევად, სხვა შემთხვევაში დუმილი ჩაითვლება თანხმობად.
2.13. ბარათის მფლობელი თანხმობას აცხადებს მიიღოს ბარათით სარგებლობის პერიოდში ყველა ,,SMS" ელექტრონული წერილი, მათ შორის რეკლამის შემცველი და ასევე წინამდებარე პირობებში ცვლილების შესახებ ინფორმაცია.
2.14. ბარათის მფლობელი უფლებამოსილია ერთჯერადი კოდის მეშვეობით მიიღოს პაროლი და რეგისტრაცია გაიაროს ვებ გვერდზე კომპანიაში პირადი გვერდის გასახსნელად მისი შემდგომი დათვალიერებისთვის. ვებ გვერდიდან დასაშვებია სრული ინფორმაციის მიღება დაგროვილი ქულების შესახებ, კატალოგის სიახლეთა შესახებ, ასევე ყველა, ქმედების შესრულება რაც გათვალისწინებულია ამ პირობებით.
2.15. ბარათის მფლობელებისათვის მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების/გამარტივების, ახალი პროექტების შემუშავება-დანერგვის და კომპანიის პარტნიორ კომპანიებთან სხვადასხვა ერთობლივი აქციების მოწყობის მიზნით კომპანია იტოვებს უფლებას ბარათის მფლობელთა ცალკეული მონაცემ(ებ)ი გადასცეს ზოგიერთ პარტნიორ კომპანიას. ბარათის მფლობელი განაცხადზე ხელმოწერით უპირობოდ აცხადებს თანხმობას ასეთი ინფორმაციის გაცემაზე.
3. კომპანიის მეშვეობით ხორციელდება:
ქულების დაგროვება და აღრიცხვა;
დაგროვილი ქულების გამოყენება კატალოგიდან ნივთის, მომსახურების, ვაუჩერის შესაძენად;ასევე ტრანსპორტირებისათვის ადგილზე მისატანად, დაკვეთის გაუქმებისას მე-7 მუხლით დადგენილ შემთხვევაში;
შეტყობინებების გაგზავნა ქულების დაგროვების ყველა ოპერაციაზე ბარათის მფლობელის მოთხოვნისას;
დაგროვილი ქულების ოდენობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება ბარათის მფლობელისათვის;
ქულების ანგარიშზე ამონაწერის გაცემა ბარათის მფლობელზე მისი მოთხოვნის შემთხვევაში, ამასთან ძირითადი ბარათის მფლობელი მიიღებს სრულ ინფორმაციას, ხოლო დამატებითი ბარათის მფლობელი მხოლოდ მის მიერ დაგროვილი ქულების შესახებ ინფორმაციას.
4. ქულების დაგროვება
4.1 ბარათი აქტიურდება მფლობელის მიერ მისი მიღებისთანავე.
4.2 ქულები გროვდება კომპანიაში ქულების ანგარიშზე თუ ბარათის მფლობელი იყიდის ნივთებს ან მომსახურებას იმ ობიექტებში, სადაც განთავსებულია კომპანიის ლოგო „UNICARD, SHOP & BONUS".
4.3 ქულების დაგროვებისათვის ბარათის მფლობელმა ნივთების ან მომსახურების შეძენისას წინასწარ უნდა აცნობოს სავაჭრო ან მომსახურების ობიექტის იმ მომსახურე პირს, რომელთანაც უნდა გადაიხადოს ნაყიდი ნივთის ან მომსახურების საფასური. ქულების დაგროვება ხდება სალაროში ბარათის წარდგენით და უნდა გატარდეს ტერმინალში, ან ქარდრიდერში, ან აღირიცხოს პროგრამულ უზრუნველყოფაში.
4.4 სხვადასხვა ობიექტში ქულები სხვადასხვა ოდენობით გროვდება, დაგროვილი ქულების რაოდენობის შემოწმება ხდება ვებ გვერდზე, საინფორმაციო ცენტრში, სერვისცენტრში, სერვისპუნქტებში, ასევე "SMS" შეტყობინებით.
4.5 დაგროვილი ქულების აღრიცხვა კომპანიის მიერ ხდება მას შემდეგ, როდესაც ბარათის მფლობელის მიერ დახარჯული თანხის შესახებ ინფორმაცია გადაეცემა კომპანიას.
4.6 ქულები დაგროვდება მეათედამდე სიზუსტით.
4.7 თუ ბარათის მფლობელი დააკმაყოფილებს კომპანიის მიერ რაიმე წინასწარდათქმულ პირობას, ასეთ შემთხვევაში კომპანია განსაზღვრული ოდენობით დაარიცხავს მას ქულებს, რაზეც ბარათის მფლობელი აცხადებს თანხმობას.
5. ქულები არ დაგროვდება:
თუ ბარათი არ იქნება წარდგენილი შესყიდვის განხორციელებისას;
ბარათის არასწორი მომსახურებისას;
ბარათის ნომრის შეცდომით მითითებისას;
საეჭვო ოპერაციის განხორციელების აღმოჩენისას;
კომპანიასა და პარტნიორ კომპანიას შორის ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ (მანამდე დაგროვილი ქულები უცვლელი რჩება).
6. კატალოგიდან ნივთის/მომსახურების ან ვაუჩერის მიღება
6.1 დაგროვილი ქულების გამოყენება დასაშვებია მხოლოდ კომპანიის კატალოგში მითითებული ნივთების, მომსახურებების და ვაუჩერების შესაძენად.
6.2 ბარათის მფლობელის მიერ საკმარისი ქულების დაგროვების შემთხვევაში იგი უფლებამოსილია აირჩიოს მიმდინარე კატალოგიდან სასურველი ნივთი, მომსახურება ან ვაუჩერი. ამისათვის ბარათის მფლობელი დაუკავშირდება კომპანიას. ამგვარი ქმედების განხორციელების უფლება აქვს მხოლოდ ძირითადი ბარათის მფლობელს.
6.3 კატალოგის მიხედვით ნივთის/მომსახურების ან ვაუჩერის შერჩევისას კატალოგში მითითებული ქულები უნდა შეესაბამებოდეს დაგროვილი ქულების ოდენობას.
6.4 კატალოგში განთავსებული ნივთების, მომსახურების და ვაუჩერების სახეობა და თითოეული ნივთის/მომსახურების და ვაუჩერის შესაბამისი ქულათა ოდენობა მითითებულია როგორც ბეჭდვით კატალოგში, ასევე ვებ გვერდზე. იმ შემთხვევაში თუ კატალოგში მითითებული ინფორმაცია განსხვავდება ვებ გვერდზე განთავსებულისაგან, უპირატესობა ენიჭება ვებ გვერდზე განთავსებულ კატალოგს.
6.5 ნივთის, მომსახურების ან/და ვაუჩერის შეკვეთის მომენტში მისი შესაბამისი ქულები იბლოკება და ჩამოიწერება ბარათის მფლობელის ქულების ანგარიშიდან. ამასთან ადრე დაგროვილი ქულები ჩამოიწერება პირველ რიგში. შერჩეული ნივთი ან/და ვაუჩერი გადაეცემა, ან/და მომსახურება გაეწევა ძირითადი ბარათის მფლობელს, ან მის მიერ უფლებამოსილ პირს.
6.6 ნივთის/მომსახურების მიღების წესი დადგენილია ინდივიდუალურად თითოეული ნივთის, მომსახურების ან ვაუჩერისათვის. დეტალური ინფორმაცია ამ პროცედურის შესახებ განთავსებულია ვებ გვერდზე. ასევე, ინფორმაციის მიღება შესაძლებელია საინფორმაციო ცენტრში, სერვის ცენტრსა და სერვის პუნქტებში.
6.7 ნივთები/მომსახურება, ან ვაუჩერი გაიცემა შეკვეთის მომენტში მათი არსებობის დადასტურებისას, ძირითადი ბარათის მფლობელის ან უფლებამოსილი პირის მიერ საკუთარი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის და შეკვეთის უნიკალური კოდის წარდგენით. შეკვეთის უნიკალურ კოდს ძირითადი ბარათის მფლობელს გადასცემს კომპანია.
6.8 ნივთის/მომსახურების და ვაუჩერის შეკვეთა შესაძლებელია ვებ გვერდიდან, სერვისცენტრში, სერვისპუნქტში და საინფორმაციო ცენტრში.
6.9 ბარათის მფლობელისათვის გადაცემული ნივთის ან/და მომსახურების ხარისხზე პასუხისმგებელია მხოლოდ ნივთის მფლობელი პარტნიორი კომპანია.
7. დაგროვილი ქულების ჩამოწერა
7.1 ქულები ჩამოიწერება:
იმ ოდენობით, რაც მითითებულია კატალოგში შერჩეული ნივთის, მომსახურების ან ვაუჩერის ქულათა შესაბამისად, თუ ისინი გადაეცემა ძირითადი ბარათის მფლობელს, ან მის მიერ უფლებამოსილ პირს.
ბარათის მფლობელის მიერ იმ შესყიდვის მოშლით (ნაყიდის დაბრუნება), რაც გახდა ქულების დაგროვების საფუძველი;
დაკვეთილი ნივთის ან ვაუჩერის ადგილზე მისატანად ტრანსპორტირებისას, ჩამოსაწერი ქულების ოდენობა დამოკიდებულია ნივთის სახეობაზე;
შეკვეთის გაუქმების შემთხვევაში, ქულები ჩამოიწერება ნივთის შესაბამისი ქულების ნახევრის, მაგრამ არაუმეტეს 10 ქულისა;
საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ სხვა შემთხვევაში;
პასიური ანგარიშიდან ბოლო ტრანზაქციის განხორციელებიდან 3 (სამი) წლის შემდეგ კომპანიის შეხედულებისამებრ.
8. საყურადღებო ინფორმაცია
8.1 თუ ბარათის მფლობელს აქვს სხვა დაგროვებითი ბარათიც, ან მიიღებს ასეთს მომავალში, მან უნდა აირჩიოს ერთ-ერთი ბარათი ყოველი კონკრეტული შესყიდვის განხორციელებისას, თუ პარტნიორი კომპანიის მიერ სხვაგვარად არ არის განსაზღვრული.
8.2 კომპანია არ აგებს პასუხს, თუ პარტნიორ კომპანიას გამოცხადებული აქვს ფასდაკლება, ან სხვაგვარი აქცია და დროებით შეჩერებული აქვს ბარათის მომსახურება, ან ბარათზე ნაკლები ქულა გროვდება.
8.3 ქულების დაგროვების ოდენობა შესაძლოა შეიცვალოს.
8.4 პარტნიორი კომპანიის მიერ ბარათის მფლობელისათვის რაიმე პირობის დათქმა არ ნიშნავს, რომ ეს პირობა დათქმულია კომპანიის მიერ, შესაბამისად კომპანია პასუხს არ აგებს ამგვარ პირობაზე.
8.5 კატალოგში განთავსებული ნივთი/მომსახურება ან ვაუჩერი მათი შეკვეთის მომენტისათვის შესაძლებელია უკვე გაყიდული იყოს, ასეთ შემთხვევაში ბარათის მფლობელი ცალსახად უფლებამოსილია კატალოგიდან შეარჩიოს სხვა ნივთი, ვაუჩერი ან/და მომსახურება, ან გააუქმოს შეკვეთა.
8.6 თუ კატალოგში შერჩეული ნივთი ან ვაუჩერი ჩაბარდება განაცხადის შევსებისას ბარათის მფლობელის მიერ მითითებულ მისამართზე ნებისმიერ პირს, ითვლება რომ იგი გადაეცა ბარათის ძირითად მფლობელს.
8.7 ნებისმიერი შეტყობინება გადაცემული ბარათის მფლობელისათვის "SMS"-ით, ელექტრონული ფოსტით, სერვის ცენტრით, სერვის პუნქტებით, საინფორმაციო ცენტრით ან ვებგვერდით, ითვლება წერილობით სათანადო ფორმის დაცვით შედგენილად და გადაცემულად, შესაბამისად მოყვება იგივე სამართლებრივი შედეგი ადრესატისათვის, რაც ქაღალდის ფურცელზე კანონით გათვალისწინებული ფორმის დაცვით შედგენილ წერილობით შეტყობინებას.
8.8 თუ ბარათის მფლობელის მიერ ნივთის/მომსახურების/ვაუჩერის შეკვეთის დადასტურებიდან მინიმუმ 1 თვის განმავლობაში არ განხორციელდება შეკვეთილი ნივთის/მომსახურების/ვაუჩერის მიღება ან კომპანიის მიერ ბარათის მფლობელის მიერ მითითებულ მისამართზე ვერ განხორციელდება ჩაბარება, ამ შემთხვევაში კომპანია უფლებამოსილია გააუქმოს შეკვეთა, ბარათის მფლობელს ჩამოეწეროს მის მიერ შეკვეთილი ნივთის შესაბამისი ქულებიდან საჯარიმო - 10 ქულის ოდენობით, ხოლო დანარჩენი ქულები ბარათის მფლობელს დაუბრუნოს ბარათზე.
81. ლიბერთი ბანკის საბანკო ბარათ ლიბერთი ქარდით ქულების დაგროვების თავისებურებები:81.1.უნიქარდ ბარათზე ქულების დარიცხვა (დაგროვება) ავტომატურ რეჟიმში ხორციელდება სს ”ლიბერთი ბანკი”-ს საბანკო ბარათ ლიბერთი ქარდით ფიზიკური პირის მიერ განხორციელებულ ტრანზაქციებზე (უნიქარდის ფუნქციონალი). ამასთანავე ბანკის მიერ მის სხვა საბანკო ბარათებზე უნიქარდის ფუნქციონალის დამატების შემთხვევაში ფუნქციონალის გააქტიურება განხორციელდება ავტომატურად და მათზე ანალოგიურად გავრცელდება წინამდებარე პირობები. ლიბერთი ქარდი, რომელიც აღჭურვილია უნიქარდის ფუნქციონალით წარმოადგენს როგორც გადახდის სტანდარტულ ასევე უნიქარდ ბარათის ანალოგიურ უნიქარდ ქულების დაგროვების აღრიცხვის ინსტრუმენტს. ლიბერთი ქარდით მხოლოდ უნიქარდ ქულების დაგროვება არ ხორციელდება. 81.2. კომპანია პასუხს არ აგებს მომხმარებლის წინაშე ზოგიერთი პარტნიორი კომპანიის მიერ ლიბერთი ქარდზე უნიქარდის ფუნქციონალის გათიშვის ან არ არსებობის შემთხვევებზე;81.3. ლიბერთი ბანკის საბანკო ბარათით განხორციელებული ტრანზაქციისას უნიქარდ ბარათის გატარების შემთხვევაში ქულები დაირიცხება მხოლოდ ლიბერთი ბანკის საბანკო ბარათიდან განხორციელებულ ტრანზაქციაზე;81.4. ვირტუალურ ანგარიშზე დაგროვილი ქულების გამოყენება შესაძლებელია ფიზიკური პირის მიერ უნიქარდ ბარათის მიღების მომენტიდან;81.5. უნიქარდ ბარათის მფლობელის მიერ ლიბერთი ბანკის საბანკო ბარათებით განხორციელებულ ტრანზაქციებზე ქულები ირიცხება წინამდებარე უნივერსალური დაგროვებითი ბარათით უნიქარდით სარგებლობის პირობების შესაბამისად.
9.ხელშეკრულება ცალმხრივად შეწყდება კომპანიის მიერ:
თუ ძირითადი ან დამატებითი ბარათის მფლობელი არ იცავს ამ პირობებს, ან განზრახ იძლევა არასწორ ინფორმაციას ან/და ძირითადი ან დამატებითი ბარათის მფლობელი ბოროტად იყენებს ბარათს, ან მასთან დაკავშირებულ უფლებებს;
ასევე საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ სხვა შემთხვევაში.