This resolution is not supported!

უნიქარდის შესახებ

ლოიალობის უნივერსალური პროგრამა

უნიქარდის ლოიალობის უნივერსალური პროგრამა   საშუალებას გაძლევთ, მონაწილე პარტნიორ ორგანიზაციებთან ნებისმიერ შენაძენზე დამატებით მიიღოთ სამი სახის სარგებელი - ქულების, ფასდაკლებების და საჩუქრების სახით.

2010 წლიდან დღემდე უნიქარდის 2 000 000-მა  ბარათის მფლობელმა  საქართველოს მასშტაბით 350 პარტნიორი კომპანიისაგან 3 000 000 საჩუქარზე მეტი მიიღო!

დააგროვეთ ქულები

ბონუს ქულების დაგროვება მარტივია: წარმოადგინეთ უნიქარდის ბარათი ჩვენი პარტნიორების 6000-ზე მეტ სავაჭრო ობიექტში საწვავის, პროდუქტის, მედიკამენტების, ტანსაცმლის, ტექნიკის შეძენისას, კომუნალური გადასახადების გადახდისას, ონლაინ შოპინგისას და სხვა უამრავი სახის შენაძენის გაკეთებისას იქ, სადაც უნიქარდის სიმბოლოა წარმოდგენილი.

ქულების დაგროვება შეგიძლიათ ოჯახის წევრებთან ან მეგობრებთან ერთად. უნიქარდის ერთ ანგარიშზე შესაძლოა ერთდროულად 5 ბარათის მფლობელი აგროვებდეს ქულებს.

გამოიყენეთ უნიქარდი და დააგროვეთ ქულები ნებისმიერი სახის ანგარიშსწორებისას: ნაღდი ფულით ან საგადახდო ბარათით.

გადაცვალეთ ქულები

უნიქარდთან ერთად გაკეთებული შენაძენი ყველა სხვა შენაძენზე მეტია.

ქულები, რომლებსაც ყოველდღიური ხარჯვისას აგროვებთ, დაგეხმარებათ წვრილმანი ხარჯების ასანაზღაურებლად, უნიქარდის უნიკალური შეთავაზებების მისაღებად, მრავალფეროვანი საჩუქრის ასარჩევად, საოცნებო ქვეყნებში სამოგზაუროდ.

 

მიიღეთ მუდმივი ფასდაკლებები

-10% ალტაში წვრილ საყოფაცხოვრებო ტექნიკაზე;

-10% მედალფაში;

-5% სპორტულ მაღაზიათა ქსელ ჯომაში.

და დამატებით დაელოდეთ  მუდმივად განახლებად სპეციალურ შეთავაზებებს უნიქარდის პარტნიორებისგან.

უნიქარდი ნიშნავს მეტს!