უნიქარდის და ვულე ვუს საახალწლო აქცია
უნიქარდი და ვულე ვუ ზრუნავენ მომხმარებელთა საახალწლო განწყობაზე და 13,14 და 15 იანვარს განსაკუთრებულ შეთავაზებას უმზადებენ ერთგულ მომხმარებლებს.
ვულე ვუში საახალწლო, 20%დან 50%-მდე ფასდაკლება გრძელდება. ხოლო ამ სამი დღის განმავლობაში, გარდა ვულე ვუს მიმდინარე აქციისა, მომხმარებლები დამატებით მიიღებენ 5-10% ფასდაკლებას; განახევრებულ ფასს მეორე შენაძენზე და ამასთან ერთად, ის 3 მომხმარებელი ვინც 13, 14 და 15 იანვარს ვულე ვუს ქსელში ყველაზე მეტ ქულას დააგროვებს უნიქარდზე, დასაჩუქრდება უნიქარდის ქულებით და სამსახსოვრო საჩუქრით ვულე ვუსგან.
ვულე ვუ უნიქარდის ერთ-ერთი პირველი და სტრატეგიული პარტნიორია 2010 წლიდან.
ამ ხნის განმავლობაში 40 000-მა უნიკალურმა მომხმარებელმა გაატარა უნიქარდის ბარათი ვულე ვუს ქსელში, მომხმაებელთა 75%-ს ქალბატონები წარმოადგენენ.
პარტნიორობის 10 წლის განმავლობაში ვულე ვუ და უნიქარდი ხშირად სთავაზობენ ერთგულ მომხმარებლებს სხვადასხვა წამახალისებელ აქციებს, რაც სამომავლოდაც გაგრძელდება.
პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელი ვულე ვუ 30 წელია არსებობს და დღეს უკვე უამრავი ცნობილი ბრენდის ოფიციალური და ექსკლუზიური წარმომადგენელია საქართველოში და მომხმარებლებს სთავაზობს სუნამოებს, პარფიუმერია, თავის მოვლის და კოსმეტიკური საშუალებებს.
© 2010 - 2024 All rights reserved by the "Universal Card Corporation" LLC (ID: 2O24614O6)