ცვლილება პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ კანონში
06/02/2024
შპს „უნივერსალ ქარდ კორპორეიშენ“ (ს.კ 202461406) გაცნობებთ, რომ 2024 წლის პირველი მარტიდან იცვლება „პერსონალურ მონაცემთა შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად ახლებურად არეგულირებს სხვადასხვა საკითხებს და მათ შორის პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის მონაცემთა დამუშავებას. გთხოვთ ყურადღებით გაეცნოთ ქვემოთ მოცემულ ინფორმაციას, ხოლო პირდაპირი მარკეტინგის ნაწილზე დააფიქსიროთ თქვენი პოზიცია უშუალოდ სმს ტექსტში, პასუხის ველიდან ( REPLAY SMS) შესაბამისი ციფრის გამოგზავნით. რომელიც თქვენი სურვილისამებრ, ნებისმიერ დროს, შეგიძლიათ შეცვალოთ ამავე ტექსტის ქვემოთ მოცემული ( გამოყოფილი ) ინსტრუქციის შესაბამისად. I. პირდაპირი მარკეტინგი (სარეკლამო შეთავაზებების დაგზავნა)
• პერსონალური მონაცემების პირდაპირი მარკეტინგის მიზნით დამუშავებაზე თქვენი თანხმობა გულისხმობს, რომ უნიქარდთან დადებული ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში თქვენ მიიღებთ უნიქარდის ან/და მისი პარტნიორი/კონტრაქტორი კომპანიებისგან ნებისმიერი სახის სარეკლამო ხასიათის შეტყობინებებს/შეთავაზებებს;
• თანხმობის შემთხვევაში, შეთავაზებები შესაძლოა მიიღოთ: ტელეფონის ნომერზე შეტყობინების და ხმოვანი ზარების სახით, ელექტრონულ ფოსტაზე შეტყობინების სახით, პირდაპირი მარკეტინგის (შეთავაზებების დაგზავნის მიზნით) მიზნებისთვის შესაძლოა დამუშავდეს: თქვენი ტელ ნომერი, ელ. ფოსტა, ასაკი, სქესი, მისამართი, თქვენი ინტერესთა სფეროები, ავტომობილის ფლობის შესახებ ინფორმაცია (ასეთი ინფორმაციის უნიქარდისთვის მიწოდების შემთხვევაში), უნიქარდში დაფიქსირებული თქვენი ქცევის მახასიათებლები (მაგალითად ქულების დაგროვება, გახარჯვები, უნიქარდის საბარათე ოპერაციების განხორციელების სიხშირე, მათ შორის, ცალკეული სავაჭრო/მომსახურების ობიექტ(ებ)ის ჭრილში და სხვა), შემოსავლების შესახებ ინფორმაცია (ასეთის მიწოდების შემთხვევაში) ან/და ნებისმიერი სხვა მონაცემები, რაც უზრუნველყოფს თქვენი ინტერესების შესაბამისად, სასურველი კომერციული ინფორმაციის/შეთავაზების მიღების ეფექტურობას;
• თქვენს ინტერესებზე მორგებული სარეკლამო შეთავაზებების განხორციელება გულისხმობს, რომ შესაძლოა განხორციელდეს თქვენს შესახებ ზემოთ მოცემული გარკვეული მონაცემების ფილტრაცია/სეგმენტაცია პერიოდულად, სხვადასხვა მონაცემებით სეგმენტირებული /გაფილტრული ბაზის ერთჯერადი ფორმირება და სარეკლამო მარკეტინგული ხასიათის შეთავაზებების დაგზავნა (თვალსაჩინოებისათვის, მაგალითად: მომხმარებელთა მონაცემებიდან გამოიფილტრა მდედრობითი სქესის მომხმარებლები, რომლებიც ცხოვრობენ საბურთალოზე და ამ სეგმენტის მიხედვით ფორმირებულ მომხმარებლებს დაეგზავნათ შეთავაზებები);
• თუ თქვენ ეთანხმებით უნიქარდის და მისი პარტნიორი/კონტრაქტორი კომპანიებისაგან შეტყობინებების/შეთავაზებების მიღებას, მიიღებთ უნიქარდის პროდუქტების/აქციების შესახებ ინფორმაციას და ინფორმაციას სხვადასხვა კომპანიებისგან მათ პროდუქტებზე/მომსახურებებზე სიახლეების, აქციების/შეთავაზებების შესახებ (მაგ. მომსახურების, ტექნიკის/სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთების მაღაზიების, აფთიაქების აქციები /შეთავაზებები და სხვა სახის სარეკლამო შეთავაზებები);
• თუ თქვენ უარს იტყვით ან გამოიხმობთ თანხმობას, ჩვენ აღარ დავამუშავებთ თქვენს მონაცემებს პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის და აღარ მიიღებთ შეტყობინებებს/შეთავაზებებს უშუალოდ იმ კომპანიის ჭრილში, რომელზეც უარს განაცხადებთ მონაცემების დამუშავებაზე.
• გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს გამოიხმოთ თქვენი თანხმობა მარტივად, მოკლე ტექსტური შეტყობინების ტექსტურ ველში, ციფრი „2“-ის --- ნომერზე 90094 გაგზავნის გზით ან ნებისმიერ დროს განაცხადოთ თანხმობა მოკლე ტექსტური შეტყობინების ტექსტურ ველში, ციფრი „1”-ის --- ნომერზე 90094 გაგზავნის გზით. ასევე უფლება გაქვთ დაეთანხმოთ/უარი განაცხადოთ სარეკლამო შეთავაზებების მიღებას უშუალოდ უნიქარდის მომსახურების ხელშეკრულებიდანვე (განმარტებულია ქვემოთ) ან ალტერნატივის სახით უნიქარდის სატელეფონო ცენტთან დაკავშირების გზით.
II. რა ცვლილებებია უნიქარდის მომსახურების სახელშეკრულებო პირობებში 01.03.2024 წლიდან
• ხელშეკრულებაში ცალკე იქნება გამოყოფილი თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების საკითხები, მათ შორის, პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის დამუშავება;
• ხელშეკრულებაში ასევე ცალკე იქნება გამოყოფილი პირდაპირი მარკეტინგის მიზნით თქვენი მონაცემების დამუშავებაზე თანხმობის მიღების/უარის თქმის ფორმა. შესაბამისად, ხელშეკრულების გაფორმებისას თქვენ შესაძლებლობა გექნებათ, განაცხადოთ თანხმობა ან უარი პირდაპირი მარკეტინგის მიზნით თქვენი მონაცემების დამუშავებაზე;
• გაიმიჯნა პერსონალური მონაცემები, რომლის დამუშავების გარეშეც არ არის შესაძლებელი ჩვენ მიერ შეთავაზებული მომსახურებების მიწოდება;
• დაკონკრეტდა, რომ მომსახურების მიწოდების გაუმჯობესების, ახალი ტექნოლოგიების დანერგვის, თაღლითობისგან დაცვის და მომსახურების მიწოდების პროცესში არსებული სხვა საჭიროებებისას, პერსონალური მონაცემების მესამე პირებზე გადაცემის შემთხვევაში ასეთი მესამე პირების შესახებ ინფორმაცია მითითებული იქნება ვებგვერდზე; გარდა აღნიშნულისა, უნიქარდის მომსახურების პირობებში დაზუსტდა ცალკეული საკითხები, კერძოდ პასუხისმგებლობის ფარგლები, ნივთის მიღების პირობები, ბარათის რეგისტრაციის პირობები და დავების განხილვის წესი . საჭიროების შემთხვევაში, გთხოვთ მიმართოთ უნიქარდის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს თამარ დიდიძეს, ტელეფონზე 03222555222 პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
© 2010 - 2024 All rights reserved by the "Universal Card Corporation" LLC (ID: 2O24614O6)