This resolution is not supported!

ქულების დაგროვება უნიქარდის მფლობელებს უკვე ტაქსით მგზავრობისას შეუძლიათ

12/10/2015

უნიქარდი მომხმარებლებს ქულების დაგროვების კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას სთავაზაობს. ბარათზე ქულების დაგროვება უნიქარდის მფლობელებს უკვე ტაქსით მგზავრობისას შეუძლიათ. უნიქარდის ქსელში ტაქსი პრიუსი ჩაერთო.

ტაქსი პრიუსი მომხმარებლებს უსაფრთხო და კომფორტულ მგზავრობას ჰპირდება. კომპანია უფრთხილდება ბუნებრივ რესურსს და მგზავრებს მხოლოდ ტოიოტა პრიუსის ჰიბრიდი მანქანებით ემსახურება. ჰიბრიდი ეკოლოგიურად სუფთაა და  მინიმალურად აბინძურებს გარემოს. ყველა მანქანა აღჭურვილია კონდიციონერით, რაც მგზავრობას კომფორტულსა და მოხერხებულს ხდის. კომპანია მომხმარებლებს გადახდის მოქნილ სისტემას სთავაზობს, მგზავრობის საფასურის გადახდა შესაძლებელია როგორც ნაღდი, ასევე უნაღდო (საბანკო ბარათით) ანგარიშსწორებით. ტაქსი პრიუსის გამოძახება შესაძლებელია ტელეფონის ნომერზე 2 13 15 15.

ტაქსი პრიუსით მგზავრობისას უნიქარდზე ყოველ 10 ლარზე 1 ქულა გროვდება.